LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამარცხებული და უკმაყოფილო – რობერტ დენირო სკანდალური ბრალდებების შემდეგ პირველად გამოჩნდა – ვერდიქტი გამოტანილია

250
page

როგორც ცნობილია, 80 წლის ლეგენდარულ მსახიობს, რობერტ დენიროს ყოფილმა ასისტენტმა, გრეჰემ ჩეიზ რობინსონმა სასამართლოში უჩივლა და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 12 მილიონი დოლარი მოსთხოვა. და აი, ვერდიქტი გამოტანილია. რობერტ დენიროს ყოფილი ასისტენტისთვის 1,2 მილიონის გადახდა დაეკისრა.

„დიახ, ერთი-ორჯერ მე მას ზურგის მოფხანა ვთხოვე“ – რობერტ დენირო ძალიან აღელვებული იყო და მთელი დარბაზის გასაგონად ყვიროდა

„მან მე ზურგის დაფხანა მთხოვა“ – 80 წლის რობერტ დენიროს ყოფილი ასისტენტი უჩივის და მისგან 12 მილიონ დოლარს ითხოვს – რას ყვება ჩეის რობინსონი

აღნიშნული ამბების შემდეგ მსახიობი პირველად გამოჩნდა, ის ნიუ-იორკში, მეგობარ ქალბატონთან, ტიფანი ჩანთან და ქალიშვილთან, ჯიასთან ერთად გადაიღეს. ლეგენდარულ მსახიობს უკმაყოფილო გამომეტყველება ჰქონდა.

ცნობისთვის, ჩეიზი ოსკაროსან მსახიობთან 2008 წელს მუშაობდა, ის ჰყვება რომ დენირო მას ფიზიკურად და მორალურად ავიწროებდა.

„მან მე ზურგის დაფხანა მთხოვა, თავის თეთრეულს მარეცხვინებდა, უხეშად მეპყრობოდა, ხშირად ჰქონდა სექსისტური განცხადებები. მიყვიროდა და გათამამებული არსებას მეძახდა“, – ყვება 41 წლის რობინსონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები