ბოლო მონაცემებით, 250-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა მექსიკაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის დამანგრეველმა მიწისძვრამ. მათ შორის 30-მდე ბავშვია.
სტიქიის ეპიცენტრი დედაქალაქიდან 120 კილომეტრის დაშორებით, მიწისქვეშ-51 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ყველაზე მეტად დედაქალაქი მეხიკო, პუებლასა და მორელოსის შტატები დაზარალდა.
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
https://twitter.com/jcameron_ochoa/status/910297521641152512
ნანგრევებში ამ დრომდე რჩებიან მოქალაქეები.
Ahora, más de 100 muertos por el potente terremoto de magnitud 7,1 que sacudió #México #DF según elBBC#FuerzaMexicopic.twitter.com/iUW93zqzQH
— Jamie Johnson (@JamieoJohnson) September 19, 2017
მიწიძვრამ ვულკანი პოპოკატეპეტლიც გააღვიძა. ამჟამად ვულკანი კვამლს და ფერფლს აფრქვევს. სეიმსოლოგებმა „წითელი განგაში“ გამოაცხადეს, რაც საფრთხის მაქსიმალურ დონეს ნიშნავს.