LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დამამახინჯეს“! – ლინდა ევანგელისტა ამბობს, რომ ლიპოსაქციის შემდეგ მისი ცნობა შეუძლებელია

1207
lindaevangelista

90-იანი წლების სუპერმოდელი, ლინა ევანგელისტა პლასტიკურ ქირურგებს უპირისპირდება. 56 წლის მოდელი ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ ლიპოსაქციის პროცედურა ჩაიტარა, რამაც ძალიან მძიმე შედეგები გამოიღო.

„ურთულეს გზას გავდივარ შეცდომის გამოსასწორებლად. მივმართავ ჩემს გულშემატკივრებს და ვპასუხობ კითხვაზე, რატომ არ ვჩნდები, როცა ჩემი თაობის მოდელები აგრძელებენ მუშაობას. მიზეზი ისაა, რომ ამ საშინელი პროცედურის შემდეგ, დამამახინჯეს. ამ პროცედურის შემდეგ, ცხიმგროვების რაოდენობა გამრავლდა და ორი პლასტიკური ოპერაციაც კი არ ეყო, ამ დეფექტის გამოსწორებას“, – ამბობს ევანგელისტა.

მოდელი თავის მიმართვაში სასამართლო დავაზეც საუბრობს და ამბობს, რომ აქტიურად მუშაობს იმ კლინიკის წინააღმდეგ, რომელმაც ეს პროცედურა ჩაატარა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები