LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დალია ცოტა, მოწია კიდეც და გადმოვიდა სექსუალურ ძალადობაზე – ვინ არის ქალი, ვის გამოც გოგი წულაია დააკავეს

12273
gogi da qali

ამ წუთებში „თავისუფალი საქართველოს” ყოფილი წევრი გოგი წულაია წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და ბრალის წარდგენას ელოდება. ის პოლიციამ გვიან ღამით დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული ქალი  ასმათ დვალიშვილია. მისი სოციალური ქსელიდან ირკვევა, რომ დვალიშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესული თაობის“ პრეზიდენტია.
“წლების მეგობრები ვართ. სხვა თუ არაფერი, მამისტოლი კაცია სხვა თუ არაფერი. არც მიფიქრია რაიმე ზედმეტი. დალია ცოტა, მოწია კიდეც და გადმოვიდა ძალადობაზე. მე თავს ვუშველე, აბსოლუტურად დალურჯებული მაქვს ხელები, ყელი, წელი. სადაც მოახერხა მოწვდომა. ვფიქრობ ეს პირველი შემთხვევა არ იქნებოდა, რადგან ასეთი თავხედური, სადაც მე გამიბედა ამდენი, დარწმუნებული ვარ სხვა ქალების მიმართაც ექნებოდა სხვა სექსუალური ძალადობა. არავინ გამიბედოს დაინდეო, არ ვაპატიებ ასეთ მოძალადე მამაკაცს,” – ამბობს  „კურიერთან“ სატელეფონო საუბარში დაზარალებული ქალი.

პოლიტიკოსი გოგი წულაია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაქირავებ ბინაში, ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები