LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დალი ქალთა კოლონიაში გავიცანი… ვეძებდი ადამიანს, რომელიც ჩემს გვერდით იქნებოდა, ჩემი მეგობარი, ჩემი ბედნიერების და მწუხარების გამზიარებელი იქნებოდა… “ – მარკუს მეტრეველი

346
markusi-2022-09-06_14-53-01_357343

23 ნოემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკას „მხიარული დილა“ მომღერალი მარკუს მეტრეველი სტუმრობდა, რომელმაც მეუღლეზე, ახალ ნამუშევარზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 მარკუს, როგორ იწყება შენი დილა?

ჩემი ყოველი დილა, რა თქმა უნდა, პოზიტივით იწყება, რომ თენდება, უკვე ბედნიერი ვარ. რაც შეეხება ჩემს ყოველდღიურობას, აქტიურად ვმუშაობ ახალ სიმღერაზე, რომელიც ნატო ღოღობერიძემ დამიწერა და იმედი მაქვს, ძალიან მალე მოისმენს მსმენელი. რა თქმა უნდა, ვგეგმავ კლიპის გადაღებასაც.

მოგვიყევი შენი მეუღლის შესახებ, როგორ გაიცანით ერთმანეთი?

ჩემი უსაყვარლესი ადამიანი, დალი ხაბულიანი ქალთა კოლონიაში გავიცანი, სადაც კონცერტი მქონდა. ნანა ცინცაძის დაბადების დღე გახლდათ. ნანა მიწვეული იყო ქალთა კოლონიაში და მას თან ახლდა თავისი მეგობარი, დალი და სწორედ იქ მოხდა ჩვენი გაცნობა და დამეგობრება. წარმოუდგენელი, ემოციურად სავსე დღე იყო, ყოველთვის მინდოდა, რომ ქალთა კოლონიაში კონცერტი მქონოდა და ეს სურვილი ამისრულდა. ამისრულდა მეორე სურვილიც, ვეძებდი ადამიანს, რომელიც ჩემს გვერდით იქნებოდა, ჩემი მეგობარი, ჩემი ბედნიერების და მწუხარების გამზიარებელი იქნებოდა.

როგორია სამომავლო გეგმები?

ექსკლუზიურად გეტყვით, რომ მიწვეული ვარ „დუბაის მოდის კვირეულის“ გახსნაზე, სადაც ქართველი დიზაინერის „ხათკოს“ ჩვენებას გავხსნი ჩემი სიმღერით. ძალიან მიხარია, მთელი ჯგუფი ვემზადებით, 14 დეკემბერს მივემგზავრები და იმედია, რომ საინტერესო დღეები გველის დუბაიში. რა თქმა უნდა, აქტიურად ვემზადები ახალი წლისთვის. მინდა, პირველ ახალ წელს ლამაზ გარემოში, იმ აგარაკზე შევხვდეთ, რომელიც მე და დალიმ ერთობლივად შევიძინეთ. იმედია, ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც დავგეგმეთ.

გადაცემის ჩანაწერი:

მარკუს მეტრეველს პოლიტიკოსი ქალი შეუყვარდა: „იმედი მაქვს, ყველაფერი დალაგდება და ყველა გაიგებს, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და არაფერი დაგვიშავებია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები