დალაი ლამამ მსოფლიოს ერთიანი ძალისხმევისა და მშვიდობის დამყარებისკენ მოუწოდა. ამ მხრივ, დალაი ლამამ სირიისა და იემენის საკითხი ცალკე გამოყო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ახლა ჩვენ მშვიდად ვსხედვართ, სირიასა და იემენში კი ადამიანები იხოცებიან. ბავშვები სამხედრო ოპერაციებისა და შიმშილისგან კვდებიან,“ – განაცხადა დალაი დალამამ.
ბუდისტებსა და რუს მეცნიერებს შორის პირველი მსგავსი კონფერენცია დელიში 2017 წელს გაიმართა.
საუდის არაბეთის მეთაურობით შექმნილი არაბული ქვეყნების კოალიცია 2014 წლიდან იემენში ოპერაციას ატარებს. არაბული კოალიცია შიიტი ჰუსიტების პოზიციებს ბომბავს. შეიარაღებულ კონფლიქტს იემენში 10 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. 2 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილობის ზღვარზეა.
სირიაში, 21-ე საუკუნის ყველაზე სისხლიანი კონფლიქტი 2011 წლის 15 მარტს დაიწყო. ომში ასი ათასობით ადამიანი დაიღუპა.