Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
დახვრეტა, დამარხვა, გაროზგვა – ქვეყნები, სადაც კორონავირუსს უჩვეულო გზებით ებრძვიან – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დახვრეტა, დამარხვა, გაროზგვა – ქვეყნები, სადაც კორონავირუსს უჩვეულო გზებით ებრძვიან

518
EUDr6hlXYAA6HoR

მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთადაა. თუმცა, არიან ქვეყნები, რომლებიც უხილავ მტერთან ბრძოლისას  განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან.

ამ ქვეყნების ჩამონათვალში პირველი ადგილი ჩრდილოეთ კორეას უკავია. ამბობენ, რომ ჩრდილოთ კორეაში კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანები არ არიან, თუმცა კიმ ჩენ ინს არაფერი დაეჯერება.  

კორონავირუსის გავრცელების შესაძლო საფრთხის გამო ჩრდილოეთ კორეა განსაკუთრებულ ზომებს მიმართავს. ჯერ კიდევ თებერვალში ქვეყნის ლიდერმა ვირუსული ინფექციის პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სასჯელის უმაღლესი ზომა დააწესა.

[related_news id=”315451″ align=”left”]

ვაჭრობის სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდა, ქვეყანაში დაბრუნებისთანავე კარანტინში მოათავსეს. მას აეკრძალა სპეციალური ნებართვის გარეშე იზოლირებული შენობის დატოვება და გარეთ გასვლა. თუმცა აკრძალვას არ დაემორჩილა, საზოგადოებრივ აბანოში წავიდა და ის უბრალოდ… დახვრიტეს.

 

გუშინ კი ფილიპინების პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ პოლიციასა და სამხედროებს ნება დართო, დახვრიტონ ყველა, ვინც კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებულ კარანტინის ზომებს დაარღვევს.

„პრობლემების შექმნის ნაცვლად, მე თქვენ დაგმარხავთ. ჩემი განკარგულებაა პოლიციისა და სამხედროების მიმართ – თუ ჩნდება პრობლემა და ხდება ისე, რომ ისინი გებრძვიან და თქვენი სიცოცხლე საფრთხეშია, სასიკვდილოდ ესროლეთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვისას.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ფილიპინებში ახალ კორონავირუსს 96 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 2311 ადამიანი.

კორონავირუსთან ბრძოლის უცნაური გზა შემოგვთავაზა ინდოეთმა. კარანტინის გამოცხადების შემდეგ ადგილობრივი პოლიცია ხელკეტებით დასდევდა მოსახლეობას და ვინც არ ემორჩილებოდა, უმოწყალოდ სცემდა.  ზოგიერთ პოლიციელს კი თავზე კორონავირუსის ჩაფხუტი ახურავს…

მერე კი მთავრობამ ყოველ ერთ საათში სელფის გადაღება მოითხოვა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, მოქალაქეებმა უნდა გადაიღონ სელფი და გაუგზავნონ მთავრობას. კერძოდ, მოქალაქეებმა ტელეფონში სპეციალური აპლიკაცია უნდა ჩამოწერონ  და დილის 7 საათიდან საღამოს 10 საათამდე (ყოველ ერთ საათში) ფოტოები გააგზავნონ. აპლიკაციას აქვს ასევე GPS კოორდინატები, რათა შემოწმდებს პირის ადგილმდებარეობა.

ინდოეთის მთავრობა დარწმუნებულია, რომ ამ გზით შეამცირებენ კორონავირუსის გავრცელებას.

 

დარწმუნებული ვართ, რომ ჩამოთვლილთაგან საქართველოს მთავრობა, არც ერთ მეთოდს არასოდეს არ გამოიყენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები