LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დახურული მეჩეთები და დეპორტირებული მიგრანტები: რატომ მიმართავს საფრანგეთი რადიკალურ ზომებს

154
iPiccy-collage

საფრანგეთის მთავრობა მასობრივი და უპრეცედენტო ზომების მიღებას იწყებს.

შემოწმების მიზნით, დროებით დაიხურება 76 მეჩეთი, ასევე განხორციელდა 66 მიგრანტის დეპორტაცია.

ხელისუფლების გადაწყვეტილების შესახებ ცოტა ხნის წინ ისაუბრა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ჯერალდ დარმანინმა განმარტა, რომ ზომების გამკაცრება რელიგიურ ექსტრემიზმს უკავშირდება, აუცილებელია შემოწმდეს მუსლიმანთა სალოცავები და ეჭვმიტანილები დროულად გამოვლინდნენ.

დღეს მინისტრმა თქვა, რომ თუ ეს ეჭვები დადასტურდება, ის მოითხოვს მეჩეთების დახურვას.

საფრანგეთი განსაკუთრებით ბოლო სამი თვეა ებრძვის ტერორისტულ თავდასხმებს.

მას შემდეგ, რაც პარიზში მასწავლებელს თავი მოკვეთეს, თავს დაესხნენ გამვლელებს, მოკლეს 5 ადამიანი, ყელი გამოჭრეს კიდევ ერთ ადამიანს – პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონიმ განაცხადა, რომ ისლამი კრიზის განიცდის, გადასახედია მეჩეთების დაფინანსების საკითხი და აუცილებელია რელიგიური უმცირესობების უფლებების გადახედვა.

აღიშნულ გადაწყვეტილებას მწვავე რეაქცია და საპროტესტო გამოსვლები მოყვა როგორც ადგილობრივი რელიგიური უმცირესობების, ასევე სხვა მუსულმანური ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან. თურქეთის პრეზიდენტმა კი მაკრონის მოუწოდა “ფსიქიკა შეემოწმებინა”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები