LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დახურეთ სკოლები, გააუქმეთ შავი პარასკევი: როგორ ებრძვის მსოფლიო პანდემიას და მისგან გამოწვეულ კრიზისს

198
5de53930fd9db240ea46713f

როგორც ჯანდაცვის ექსპერტები ვარაუდობდნენ, პანდემიის მეორე ტალღა გაცილებით მასშტაბური აღმოჩნდა და ვირუსიც უფრო სწრაფი ტემპით ვრცელდება.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელმა 56 მილიონს, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი მილიონს გადააჭარბა.

კოვიდ 19-თან საბრძოლველად სახელმწიფოები შეზღუდვებს აწესებენ, შეზღუდვები იწვევს საზოგადოების პროტესტს, პროტესტის გასანეიტრალებლად კი სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა მეთოდს მიმართავს.

დღეს:

ნიუ-იორკის საჯარო სკოლები ისევ იხურება. გადაწყვეტილების მიზანია გაწყდეს ვირუსის გავრცელების ჯაჭვი.

„ჩვენ უნდა დავძლიოთ Covid 19-ის მეორე ტალღა“, – თქვა ქალაქის მერმა ბილ დე ბლასიომ და განმარტა, რომ გადაწყვეტილება ვირუსის გავრცელების ტემპს უკავშირდება, გარდაცვლილია ჯამში 250 ათასზე მეტი ადამიანი და საჭიროა სიფრთხილე.

თუმცა გადაწყვეტილება ბევრისთვის საკამათოა, რადგან არსებობს მოსაზრება, რომ სკოლები არ არის ინფიცირების შემთხვევების ზრდის წყარო და ეს არც ერთი კვლევით არ მტკიცდება.

ცნობილია, რომ ქალაქი შტატებში ერთ-ერთი პირველია სკოლებისა და მოსწავლეების რაოდენობის თვალსაზრისით – მილიონზე მეტი მოსწავლით.

ნიუ-იორკის 1800 საჯარო სკოლა პირველად 15 მარტს დაიხურა. მაშინ ქალაქი ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი იყო.

1 მილიონზე მეტ მოსწავლეს დღეიდან ისევ სწავლების ონლაინრეჟიმზე გადასვლა მოუწევს.

გუშინ:

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ლოკდაუნის ფონზე „შავი პარასკევის“ გადადების იდეა გააჟღერა.

ბრუნო ლე მერმა სავაჭრო ობიექტებს და ონლაინ მოვაჭრეებს მოუწოდა, გადაავადონ საერთაშორისო ფასდაკლებების დღე, რომელიც 27 ნოემბერს იმართება.

ეს იყო პასუხი მცირე მაღაზიების მფლობელების შეშფოთებაზე, რადგან ისინი ლოკდაუნის პირობებში ვერ ემსახურებიან მომხმარებლებს, მაშინ, როდესაც გიგანტურ ონლაინკომპანიებს საქონლის მიწოდება მაინც შეუძლიათ.

საფრანგეთში ლოკდაუნი 29 ოქტომბრიდან გამოცხადდა. დაიხურა ბარები, რესტორნები და საწარმოების გარკვეული ნაწილი.

ბიზნესის სექტორი საფრანგეთის ხელისუფლებას სთხოვს, საშობაო გაყიდვების პერიოდში შეზღუდვების ნაწილი დროულად შემცირდეს.

რამდენიმე დღეა:

მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება გერმანიის დედაქალაქში – პროტესტი კორონავირუსთან საბრძოლველად მიღებულ კანონებს უკავშირდება.

მოქალაქეები აცხადებენ, რომ ბუნდესტაგი იმ რეფორმების განხილვას იწყებს, რომლებიც მთავრობას პანდემიის დროს უფრო მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს.

ბერლინში აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან სცადეს მისვლა. ბრანდენბურგის კარიბჭესთან გამართული აქციის დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა. აქციებზე დააკავეს 190 ადამიანი.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ მომიტინგეები არ იცავენ ნიღბების ტარებასთან დაკავშირებით დადგენილ წესებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები