LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკავების დროს იყო ცემა, ერთადერთი კითხვა ჰქონდათ, რომ ჯარში თუ ვიყავი ნამყოფი – ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

108
dakavebuli

ცხინვალის რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია. ისინი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ცოტა ხნის წინ, ერგნეთის გამშვებ პუნქტთან გადასცეს.

საქართველოს მოქალაქეები დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევის მიმდებარე ტერიტორიიდან გუშინ გაიტაცეს, როგორც ირკვევა დაკავების დროს ოკუპანტებმა ცეცხლიც გახსნეს. დაკავებულები ყვებიან, რომ დაკავების დროს და იზოლიატორშიც რუსი ოკუპანტები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დაკავებამდე საქართველოს სამი მოქალაქე შეშას აგროვებდა, ერთმა მათგანმა გაქცევა მოახერხა, ორი კი დააკავეს.

“ვიმყოფებოდი გრემისხევის საოკუპაციო ზოლთან შეშაზე, სადაც დაგვაკავეს რუსებმა. ჯერ ახალგორში გადაგვიყვანეს, შემდეგ კი ცხინვალის იზოლიატორში. დაკავების დროს ჩვენი მიმართულებით რუსებმა ორჯერ გაისროლეს. ტყვიები შემთხვევით აგვცდა. ჩვენ საქართველსო მიერ კონტროლირებად ტერრიტორიაზე ვიყავით, რუსები გადმოვიდნენ ჩვენს ტერიტორიაზე. დაკავების დროს იყო ცემა. ერთადერთი კითხვა ჰქონდათ, რომ ჯარში თუ ვიყავი ნამყოფი, რაზეც უარყოფითი პასუხი გავეცით” – ამბობს ერთ-ერთი გათავისუფლებული საქართველოს მოქალაქე.