აშშ-ში მონტანას შტატში დაკარგული 4 წლის ბიჭუნა მთიან მასივში იპოვეს. პატარამ 2 დღე სრულ მარტოობაში გაატარა, არაფერი უჭამია და არც დაულევია, აცხადებს The Independent.
რაიკერ უები თავისი სახლიდან 3 ივნისს, შინაურ ცხოველთან თამაშის დროს გაქრა. პოლიციამ ბავშვის ძებნა იმავე დღეს დაიწყო და საქმეში მაშველებიც ჩაერთნენ. ცუდი ამინდის გამო სამართალდამცავები საფრენი აპარატების და ვერტმფრენების გამოყენებას ვერ ახერხებდნენ. წვიმა ხილვადობას აუარესებდა, სამძებრო სამუშაოებს ხელს უშლიდა ხშირი მცენარეული საფარიც.
2 დღის შემდეგ ბიჭუნა სახლიდან 4 კილომეტრის მოშორებით იპოვეს. როგორც მაშველები ამბობენ, უები უსაფრთხოდ იყო და განწყობაც მშვენიერი ჰქონდა, თუმცა ძალიან შიოდა და სწყუროდა. გარდა ამისა, ბავშვს ძალიან შესცივდა. ბუნებრივია, პოლიციამ ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარეს.
საბედნიეროდ, ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.