LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკარგავენ თუ არა გლეხები დაურეგისტრირებელ მიწებს?

96

მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მიწების დაკარგვის საფრთხეს არ ქმნის, ამის შესახებ რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში, სამართლის დოქტორმა, თამარ შოთაძემ განაცხადა. საქმე ეხება კანონპროექტს, რომლის თანახმად სახელმწიფო საკუთრებად დაირეგისტრირებს ყველა იმ მიწის ნაკვეთს, რომელზეც, საჯარო რეესტრის მონაცემებით, სხვა პირის უფლება არ დგინდება. დაინტერესებულ პირებს ექნებათ 1-წლიანი ვადა იმისათვის, რომ მოითხოვონ სახელმწიფოს საკუთრების გაუქმება და კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე მათი უფლების რეგისტრაცია. შოთაძის განმარტებით, თუ მოქალაქეს მიწაზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს, არ ნიშნავს, რომ ასეთი დოკუმენტი არ არსებობს.

”მიწის დაკარგვის შესაძლებლობა გამორიცხულია, იმიტომ რომ ის რაც მოქალაქეს გადაეცემოდა, რამდენიმე ეგზემპლარად დგებოდა და საარქივო დოკუმენტაციაში ინახებოდა. სახელმწიფო არქივი არის ერთერთი ძალიან მნიშვნელოვანი დაწესებულება, სადაც ეს დოკუმენტაცია ინახება ანალოგების სახით. თუ მოქალაქეს არ გააჩნია დოკლუმენტი, არ ნიშნავს, რომ არ არსებობს” – განაცხადა თამარ შოთაძემ.

სამართლის დოქტორი ასევე ამბობს, რომ მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტში საკუთრების უფლების დაცვისათვის ერთწლიანი ვადა ძალიან მცირეა.

”როდესაც ქვეყანაში საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, პირველადი მიმართვიანობა ძალიან დაბალია, ამ დროს გამოვაცხადოთ, რომ ყველაფრის მესაკუთრე არის სახელმწიფო, არის ძალიან უხეში დარღვევა და ეს ბევრი სასამართლო დავის საფუძველს შექმნის, რადგნ მოქალაქეს სხვა აღარაფერი დარჩება, თუ არა ის, რომ სასამართლოს მიმართოს დარღვეული უფლებების დასაცავად” – განაცხადა თამარ შოთაძემ.

რაც ეხება კანონპროექტის ხარვეზებს, თამარ შოთაძის თქმით, სამოქალაქო სექტორის კრიტიკა სამართლიანია, ვინაიდან 2012 წელს მიწების აღრიცხვის პროექტი ხარვეზებით განხორციელდა და ახალი კანონის ამოქმედებამდე, ეს ხარვეზები უნდა გასწორდეს.

”დღეს არის ბევრი პრობლემა. სამწუხაროდ აქცენტი კეთდება კერძო საკუთრებაზე, დიდი რაოდენობის მოსახლეობაა ქვეყნიდან გასული, რომელთა საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თუ კანონპროექტი ძალაში შევიდა და ნორმატიულ აქტებს, რომელთაც მთავრობა ინიცირებას უკეთებს, მიეცა იურიდიუკლი ძალა, ეს ბევრ პრობლემას შექმნის” – განაცხადა შოთაძემ.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები