ამსტერდამელმა ბიჭებმა წლის სასწაულისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს. „აიაქსმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალი მოიგო და თანაც სტუმრად და თან ისე, რომ კარი მშრალად შეინახა. ახლა „აიაქსი“ ფავორიტია და მას ზემოდან არავინ უყურებს, თუმცა მადრიდის ფინალამდე ჯერ კიდევ რჩება ერთი თამაში, შინ იმავე „ტოტენჰემთან“, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს და ჰოლანდიელებს მაინც მოუწევთ ფრთხილად და ფხიზლად ყოფნა.
ლონდონური თამაშის პირველი ტაიმი კი სტუმრების მხარეს იყო, მეორე ნახევარში მასპინძლები კი გამოკეთდნენ, თუმცა დიდად მომენტებს ვერ ქმნიდნენ, პირიქით, ერთ ეპიზოდში ისევ „აიაქსმა“ მოარტყა ძელს.
ტოტენჰემი-აიაქსი 0:1
გოლი: ვან დე ბეეკი (15)
ეს მე-18 შემთხვევაა, როდესაც სტუმარმა გუნდმა ნახევარფინალში გასვლაზე გაიმარჯვა და წინა შემთხვევებიდან პირველ მატჩში წაგებულებიდან მხოლოდ 1 გავიდა ფინალში – 1996 წელს “აიაქსი”, რომელიც “პანათინაიკოსთან” შინ 0:1 ქააგო, საბერძნეთში კი 3:0 მოიგო.
„აიაქსმა” ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეცხრე გასვლით მატჩში გაიტანა.
“აიაქსმა” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში სტუმრად ზედიზედ მესამე თამაში მოიგო. აქამდე ეს მხოლოდ “რეალმა” და “ბაიერნმა” მოახერხეს.
“აიაქსმა” ჩემპიონთა ლიგაზე პირველად გაიტანა ზედიზედ ცხრა გასვლით მატჩში.
მატიას დე ლიხტი ლიგის ნახევარფინალების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანია – 19 წლის და 261 დღის.
ამ სეზონში „აიაქსმა“ ჰოლანდიის რეკორდი დაამყარა ერთ სეზონში შედეგიანობის მიხედვით. ვან დე ბეეკის გოლის შემდეგ „აიაქსის“ ანგარიშზე 161 გოლია.
„აიაქსმა“ევროთასებზე 28 დაპირისპირებიდან 26 მოიგო სტუმრად პირველ მატჩში გამარჯვების შემდეგ.
„აიაქსმა“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლაზე პირველად შეინახა კარი მშრალად ბოლო 23 წელიწადში.
ერიკ ტენ ჰაგი („აიაქსის“ მწვრთნელი):
“პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, ვდომინირებდით. თუმცა შემდეგ თანდათან თამაშს თავი დავანებეთ. მოწინააღმდეგემ გვაიძულა. ისე კი, ლომებივით ვიბრძოლეთ.
ველოდი, რომ ტაქტიკას შეცვლიდნენ. შეცდომა დავუშვით და კინაღამ გოლი გავუშვით. ნებისმიერ შემთხვევაში დადებით შედეგს მივაღწიეთ.
ფინალისკენ ნახევარი ნაბიჯი გადავდგით. მეტოქეზე უკეთეს მდგომარეობაში ვართ და სახლში უკეთ ასპარეზობა გვმართებს“.