საზოგადოებამ უკვე იცის, რომ მომღერალ ელენე ფოჩხუას მრავალწლიანი ოჯახი დაენგრა. მას მეუღლემ სხვა ქალთან უღალატა და ახლა მასთან ცხოვრობს. ქმრის ღალატის შესახებ ელენე ფოჩხუამ ამჯერად, გადაცემაში „ღამის პრაიმ-თაიმი“ მოყვა.
„ძალიან ცუდი პერიოდი გამოვიარე. წლების წინ იყო ღალატი, რომელიც ვაპატიე მას. მოვიდა ჩემთან, მოინანია თავისი დანაშაული და თქვა, რომ „სადაც ვიყავი აბსოლუტური დისკომფორტი მქონდა, მე მინდა შენთან, შვილებთან, ოჯახთან“. ჩემი ქმარი იყო, 18 წელი ერთად ვიცხოვრეთ, მიყვარდა და არ დავუთმობდი მას, ამ პირველ ეტაპზე.
ისევ იმ ქალბატონზე იქორწინა და უკვე ერთად ცხოვრობენ. როცა შევამჩნიე, ვუთხარი – მოდი დამიჯექი, ვიცი რაც გჭირს, კაცურად მითხარი, მე თვითონ ჩაგილაგებ, დავემშვიდობოთ. მან დაიწყო ყვირილი, რომ არ დამთავრდა შენი ეჭვიანობები, შენი ამბები, იცი რა მოგცემ მის ტელეფონის ნომერს და იდაქალეთო. ასე მტოვებდა და გარბოდა, მერე საკუთარ თავში ვფიქრობდი, იქნებ მართლა არაფერი ხდება. იმ დღესვე, როდესაც მითხრა რომ ეს სისულელე და ტყუილია, დამბლოკა ტეელფონზე. მომენტალურად მეგობრობიდან ამომშალა და დაიმატა ის. დილას მიმესიჯებენ ჩემი მეგობრები, მე ვერ ვხედავ მის ფეისბუქზე და სქრინს მიგდებენ, რომ ხელი მოაწერეს, მერე სუფრით აღნიშნეს ეს ყველაფერი. მე ვიცოდი რაც ხდებოდა, მე თვითონ აღარ მინდოდა მასთან ცხოვრება“, – აცხადებს ელენე ფოჩხუა.
როგორც მომღერალი ამბობს, მამის ოჯახიდან წასვლა ბავშვებს რთულად გადააქვთ:
„ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მას მეგობრებში ჰყავს თავისი შვილი ლიზი, რომელიც 13 წლის ხდება, მან ნახა, რაც არ უნდა ენახა. 4 წლის გაბრიელი დღემდე ცუდად არის. ყოველ დილით ითხოვდა მამას, ტიროდა, ღამე არ იძინებდა, იმიტომ რომ სულ მამასთან იყო, მას მოაკლდა ყველაზე საყვარელი ადამიანი“ – ამბობს ფოჩხუა.