LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დაიწყო ჩემი ოჯახის საქმის გარჩევა, თავს ვიცავდი” – ნათესავის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

280
zsdgvefv

7 იანვარს, მარტვილში, 39 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ჯემალ ნაჭყებიას, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, პროკურორის მოთხოვნით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურორის განმარტებით, ბრალდებულის მიმალვის და მტკიცებულებების განადგურების, ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობდა, ამიტომ მიმართა სასამართლოს ნაჭყებიას დაპატიმრების მოთხოვნით.

გამოძიების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა მკვლელობის იარაღად სამზარეულოს დანა გამოიყენა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა, როგორც ნივთმტკიცება.

მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბრალს აღიარებს და ამბობს, რომ განზრახ მკვლელობა არ ყოფილა, არამედ ის თავს იცავდა.

“შობის ღამეს მოვიდნენ ჩემთან. ორნი იყვნენ. გარდაცვლილმა დალია 4-5 ჭიქა, რის შემდეგაც დაიწყო ჩემი ოჯახის საქმის გარჩევა, რატომ ცხოვრობ საზღვარგარეთ, როდესაც შენი ცოლი აქ მარტო წვალობსო. ამაზე წავკინკლავდით, მერე წავიდნენ.

ცოტახანში ეს დაბრუნდა მარტო. დედაჩემმა უთხრა, წადი აწი შვილო სახლშიო, რა დროსაც ხელი ჰკრა და შეაგინა მოხუცს. მერე მე დამიძახა, მოდი აქო და მეც მაგინა.

განერვიულებულმა რა ავიღე ხელში, არც მახსოვს. შეშინება მინდოდა. წადი, თორემ მოგკლავ მეთქი, რა დროსაც ყელში მწვდა, დავარტყი მაგრამ არ მახსოვს რამდენჯერ და სად”, – ამბობს დაკავებული.

დაცვის მხარე, ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას 10 000 ლარის ოდენობით ითხოვდა.  მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც    7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მარტვილში შუა ხნის მამაკაცი მოკლეს – ბრალდებული დაკავებულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები