LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაიწყება თუ არა უნივერსიტეტებში ონლაინსწავლება – ამირან გამყრელიძის კიდევ ერთი მოწოდება

187
ამირანი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მორიგი რეკომენდაცია ამჯერად უმაღლეს სასწავლებლებს – ამირან გამყრელიძე ახალ რეკომენდაციას გასცემს და ის სკოლებისა და ბაღების შემდეგ, ახლა უკვე უნივერსიტეტებს მოუწოდებს.

"ჭაჭა დასალევად არ შველის, შეგიძლიათ წყალში გააზავოთ, ანტისეპტიკური თვისებები აქვს" - ამირან გამყრელიძე

მსოფლიოში რთული ეპიდსიტუაციაა, ამიტომ შესაძლებელია ალტერნატიული ანტისეპტიკური საშუალებები გამოვიყენოთ.

„განათლება არის ჩვენთვის ფუნდამენტური. უნივერსიტეტებს მოვუწოდებ, რომ სადაც არის ტექნიკური საშუალება, გადავიდეთ ონლაინ სწავლებებზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში“, – ამბობს გამყრელიძე.

მისი თქმით, ახალი კორონავირუსის გამო, დროებით შეწყდა სწავლა, როგორც სკოლებში, ასევე ბაღებში, სადაც სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

გამყრელიძე მოქალაქეებს ისევ მოუწოდებს, რომ თუ არ აქვთ გადაუდებელი აუცილებლობა, თავი შეიკავონ ისეთ ქვეყნებში მოგზაურობისგან, სადაც კორონავირუსის მაღალი შემთხვევებია გამოვლენილი.