LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაიწყება თუ არა გამოძიება იმ კლინიკების მიმართ, რომლებმაც პანდემიის დროს დასაქმებულებს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები არ ჩაურიცხეს – რას აცხადებენ შრომის ინსპექციაში

60
Untitled design (4)

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 2021 წლის ანგარიში წარადგინა.

როგორც მოხსენების დროს ბექა ფერაძემ აღნიშნა, ის არ გამორიცხავს, რომ იმ კლინიკების მიმართ, რომლებმაც პანდემიის დროს დასაქმებულებს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები არ ჩაურიცხეს, გამოძიება დაიწყოს.

მისივე განმარტებით, კლინიკების მიმართ პრევენციული მექანიზმები ამოქმედებულია და ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია:

„2021 წელს ჩვენ ძირითადად კოვიდკლინიკები შევამოწმეთ. დაახლოებით, 90-მდე კლინიკაში დავადგინეთ დარღვევა, რომ არ ხდებოდა იმ ოდენობით თანხის ჩარიცხვა ექთნებზე და ექიმებზე, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან იყო განსაზღვრული. დაახლოებით, 10-მდე კლინიკაში კვლავ რჩება მსგავსი პრობლემები, თუმცა, პროცესი დინამიკურია და ყოველდღე ვხვდებით, რომ რამდენიმე ათეული ათასი არის ჩარიცხული სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან.

ამის შემდეგ ჩვენთან მომართვიანობა გაიზარდა. რამდენიმე შემთხვევას გავიხსენებ უსაფრთხოებაზე, სულ 2-3 შემთხვევა იყო, მაგრამ, ძირითადი, მომართვიანობა უკავშირდება ექიმებისა და ექთნების მხრიდან დაგვიანებით ჩარიცხვას, საერთოდ არ ჩარიცხვას ან თანხის დაკლებას. ჩვენ თითოეულ მათგანზე გვაქვს რეაგირება.

როდესაც წარმოვადგენთ მომდევნო წელს შეჯამებულ ანგარიშს, ნახავთ, რომ საკმაოდ სოლიდურია ის თანხები, რომელიც ჩვენი აქტივობით ჩაერიცხათ დასაქმებულებს.

ამ ეტაპზე კლინიკების მიმართ პრევენციული მექანიზმები ავამოქმედეთ და ადმინისტრაციული წარმოება დავიწყეთ. ღონისძიებებს ჯერ ჩვენი მანდატის ფარგლებში ვახორციელებთ, თუმცა, თუ საბოლოო ჯამში კლინიკები დასაქმებულებს თანხებს არ ჩაურიცხავენ, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები