LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაივიწყეთ შეკრებები, ითამაშეთ პირდაპირ მსოფლიო პირველობა: ფიფა მორიგ რევოლუციას ამზადებს

46

ფიფა მომავალი წლის ივნისში გეგმავს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 32 გუნდის მონაწილეობით ჩაატაროს. ამის შესახებ ცნობებს Goal.com ავრცელებს. წყაროსთან საუბარში ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ მას ამით გუნდების წინასასეზონო ტურნეების ჩანაცვლება სურს.

”ამ დროისათვის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფორმატზე საუბარი ცოტა რთულია. შესაძლოა იგი ზაფხულში 10-დან 30 ივნისის ჩათვლით გაიმართოს. მასში მონაწილეობას მსოფლიოს 32 საუკეთესო კლუბი მიიღებს. გუნდებისათვის ეს უკეთესი იქნება, ვიდრე წინასასეზონო ტურნეები და მუდმივი მგზავრობა. ზვონიმირ ბობანი და მარკო ვან ბასტენი აქ ჩემთან ერთად სწორედ იმისათვის იმყოფებიან, რათა ტურნირისათვის ახალი, უკეთესი ფორმატი შევიმუშავოთ”, -განაცხადა ინფანტინომ Goal.com-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 2005 წლიდან ტარდება და მასში 7 გუნდი მონაწილეობს. ტურნირმა საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშება ჩაანაცვლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები