LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაინაწილეს: პარიზმა და ლოს ანჯელესმა ოლიმპიადები ოფიციალურად გაუყვეს

102

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე, 2024 და 2028 წლების ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქები ოფიციალურად დაამტკიცეს.

2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძლობისთვის ორი ქალაქი პარიზი და ლოს ანჯელესი იბრძოდნენ, თუმცა ოლიმპიური კომიტეტის შუამავლობით ამერიკულ და ფრანგულ მხარეებს შორის შეთანხმება შედგა. ლოს ანჯელესი დასთანხმდა პირობას, რომ 2028 წლის ოლიმპიადას უმასპინძლოს, ხოლო პარიზი 2024 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქი იქნება.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ზაფხულის თამაშების ორგანიზატორია იაპონიის დედაქალაქი ტოკიო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები