კაფე–სამზარეულო „პიკანტში“ საახალწლო სამზადისი დაიწყო. როგორც „ფორტუნას“ აღნიშნულ დაწესებულებაში განუცხადეს, „პიკანტი“ არ ღალატობს ტრადიციას და მომხმარებელთა მოთხოვნების გათვალისწინებით, საახალწლო შეკვეთებს იღებს.
„ჩვენი პროფესიონალების გუნდი დაგეხმარებათ, რომ თქვენი საახალწლო სუფრა კიდევ უფრო ლამაზი და მშვენიერი იყოს. მოგეხსენებათ, „პიკანტი“ ევროპულ და აზიურ, ტრადიციულ და თანამედროვე კერძებს, ასევე უგემრიელეს ტკბილეულეს აერთიანებს“, – აცხადებენ კაფე-სამზარეულოში.
ცნობისთვის, კაფე-სამზარეულო „პიკანტი”, რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის 62 ნომერში (ბერძენიშვილის და მოსაშვილის კვეთა) 2016 წელს გაიხსნა და დღემდე მომხმარებელს 50-ზე მეტი სახეობის უგემრიელესი კერძითა და ტკბილეულით ანებივრებს. რაც ყველაზე მთავარია, „პიკანტში“ ეს ყველაფერი მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტების გამოყენებით მზადდება.