LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Daimler ქრაშ-ტესტებისას რენტგენს გადაიღებს

33

კონცერნი Daimler-ი ტექნოლოგიის ტესტირებას იწყებს, რომელიც საშუალებას იძლევა ქრაშ-ტესტებისას ძარის დეფორმირებული ნაწილების რენტგენული ფოტოები მიიღოს. მწარმოებელი ფიქრობს, რომ სიახლე ავტომობილების უსაფრთხოებას გაზრდის.

შეჯახების ტესტების ჩატარებისას ავტომობილებს ზესწრაფი რენტგენის სხივებით დაასხივებენ. ”დაიმლერში” ამბობენ, რომ ავტომობილის ”შიგნეულობის” დანახვა ბარიერთან მაღალი სიჩქარით შეჯახებისას, მათ საშუალებას მისცემს უკეთ გაიგონ, თუ როგორ ”იქცევიან” დარტყმისას კონსტრუქციის ელემენტები.

ახალი ტექნოლოგიის საშუალებით მიღებულ მონაცემებს კომპანია კომპიუტერული მოდელის შესაქმნელად გამოიყენებს, რომელიც სპეციალისტებს საშუალებას მისცემს ავარიის შედეგების პროგნოზირება მოახდინონ და ავტომობილების უსაფრთხოება გაზარდონ.

გარდა ამისა, Daimler-ი ქრაშ-ტესტების შედეგებს ადამიანის სხეულის ციგფრული მოდელის შესაქმნელადაც გამოიყენებს და შეჯახების ტესტს მთლიანად ვირტუალურ გარემოში გადაიტანს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები