კორონავირუსის პანდემიამ მთელი სამყარო აიძულა, რომ ლოკდაუნში ჩაკეტილიყო და დისტანციურად მუშაობის რეჟიმიც ბევრად აქტუალური გახადა. დისტანციურად შრომის ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება გახდეს სამსახური ბორბლებზე, რომელიც სატვირთოს Fuso Canter-ის ბაზაზეა შექმნილი.
სატვირთო ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მოდელისგან არაფრით განსხვავდება. ძარა თანამედროვე გრაფიკითაა გაფორმებული. სატვირთო ნაწილში კი სრულფასოვანი საცხოვრებელი ზონაა, სადაც მთელი ინტერიერი ნატურალური ხითაა გაკეთებული.
სამუშაო მაგიდას ორი მონიტორი აქვს. ეს მაგიდა მოძრავია და სურვილის შემთხვევაში შიგნითაც იწევა, მაშინ როცა ოფისი საძინებლად უნდა გადაიქცეს. იქვეა სამზარეულოს კუთხე და ყველა საჭირო აღჭურვილობა.
ღამით სატვირთოში იდეალური დასასვენებელი ზონის მოწყობაა შესაძლებელი. სამუშაო მონიტორი ტელევიზორად გადაიქცევა და საყვარელი ფილმებისა და სერიალების ყურებაცაა შესაძლებელი.