სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსულმა ძალებმა სუმის რაიონზე 22 თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაიღუპა 3 და დაშავდა 3 ადამიანი.
დაღუპულებს შორის ერთ-ერთი 7 წლის გოგონაა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ცნობისათვის, დაბომბვები ნაღმსატყორცნებიდან და საარტილერიო დანადგარებიდან განხორციელდა.