LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაიცავი მოქალაქე!“ – ამ მოთხოვნით ხვალ სუს-ის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართება

148
დაიცავი მოქალაქე

„დაიცავი მოქალაქე!“ – ამ მოთხოვნით ხვალ სუს-ის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „მახინჯი სისტემის სახეა, რომელიც ადამიანის ჩაგვრის მეტს არაფერს აკეთებს“.

მათივე ცნობით, პროტესტით სახელმწიფოს აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდებენ.

“საუბრობდა, რომ აუდიოჩანაწერები ჰქონდა, მთავარი ნივთმტკიცება მობილურშია” – რა მოთხოვნები აქვთ გაუჩინარებული რამაზ გერლიანის მეგობრებს

„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრი პრეზიდენტი, რამაზ გერლიანი, გაუჩინარდა.

გაუჩინარებამდე დაწერა პოსტი, სადაც სამართალდამცავ გიორგი გოგნიაშვილს ტერორში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ვერც პოლიცია, ვერც გენერალური ინსპექცია და ვერც სახელმწიფოს ინსპექტორის საგამოძიებო დეპარტამენტი მას ვერ დაეხმარა.

სამართალდამცავების ჩადენილი უსამართლობა ნორმაა უკვე ამ ქვეყანაში, არასოდეს გვყოლია პოლიცია, რომელიც მართლა ადამიანის უფლებებს დაიცავდა და არ იქნებოდა ინდივიდებთან ბრძოლის ინსტრუმენტი ხელისუფლების ხელში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ მახინჯი სისტემის სახეა, იმ სისტემის, რომელიც ადამიანის ჩაგვრის მეტს არაფერს აკეთებს.

სწორედ ამიტომ, 22 დეკემბერს, საღამოს ექვს საათზე შევიკრიბებით სუსის შენობის წინ და მშვიდობიანი პროტესტით მოვუწოდებთ სახელმწიფოს აქტიური მოქმედებისკენ“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამაზ გერლიანის წერილსა და მობილურს სამართალდამცველებმა მის ოფისში მიაკვლიეს.

პოლიციამ გერლიანის მობილურ ტელეფონს მიაკვლია – ვის მიმართავს წერილში გაუჩინარებული ექსპერტი

ახლობლების ინფორმაციით, „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი, ექსპერტი რამაზ გერლიანი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა.

მათივე ინფორმაციით, გერლიანის ავტომობილი ბოლოს ავჭალის პოლიციის შენობასთან შენიშნეს.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

“დილის შემდეგ ტელეფონი გამორთულია, თუ სადმე შეამჩნევთ, სასწრაფოდ დარეკეთ” – ახლობლების ცნობით, ეკონომისტი რამაზ გერლიანი გაუჩინარდა, რა პოსტი გამოაქვეყნა ექსპერტმა