LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაიბრუნე მოგზაურობის გასაოცარი შთაბეჭდილებები – ქუთაისიდან ბუდაპეშტისკენ ავიამიმოსვლა იწყება

72
travel-to-budapest-on-a-budget

19 ივნისიდან ბუდაპეშტის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება. ქუთისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, უნგრეთის დედაქალაქში და ქვეყნის უდიდეს ქალაქში მოგზაურობა ქუთაისის აეროპორტიდან კვირაში ორი სიხშირით შეგიძლიათ.

„დაიბრუნე მოგზაურობის გასაოცარი შთაბეჭდილებები. ბილეთების შეძენა სასურველი თარიღის მიხედვით „ვიზეარის“ ვებგვერდზე შეგიძლიათ: https://wizzair.com/ka-ge#/“ – აცხადებენ ქუთაისის აეროპორტში.

ცნობისთვის, ივნისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვენა-ქუთაისი-ვენას, ბუდაპეშტი-ქუთაისი-ბუდაპეშტისა და ვროცლავი-ქუთაისი-ვროცლავის საჰაერო ხაზზე პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდება. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბუდაპეშტიდან პანდემიის შემდეგ პირველ რეგულარულ პირდაპირი რეისს 19 ივნისს შეასრულებს, ვროცლავიდან – 26 ივნისს, ხოლო ვენიდან – 29 ივნისს განახორციელებს. ქუთაისიდან ახლა უკვე პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა ევროპის 6 ქვეყნის 9 ქალაქში, ხოლო ცენტრალური აზიის 3 ქალაქშია შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები