LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაიბარებენ თუ არა გამოკითხვაზე ბერა ივანიშვილს, ღარიბაშვილს და ჩუბინიძეს – პროკურორის განმარტება

79
BeFunky-collage (1)

სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს გამოძიება ჩანაწერების შინაარსობრივი მხარით არ ინტერესდება, – ამის შესახებ დღეს მედიასთან  „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საქმის პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემ განაცხადა.

კითხვაზე, დაიბარებენ თუ არა გამოკითხვაზე ჩანაწერის სავარაუდო ფიგურანტებს, ბერა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და ანზორ ჩუბინიძეს, პროკურორმა განმარტა, რომ გამოძიების ინტერესებისთვის ვისი დაკითხვაც იქნება საჭირო, ყველა დაიკითხება.

რა შემთხვევაში გადასცემს ნოდარ მელაძე პროკურატურას ფარულ აუდიო ჩანაწერს

ნოდარ მელაძის მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა დასრულდა.

„ჩვენ დღესაც მზად ვართ, ნებისმიერი ფორმით მივიღოთ ეს ჩანაწერი, მათ შორის იმ ფორმითაც, რომელმაც შეიძლება ვერ მოახდინოს წყაროს იდენტიფიცირება. ადამიანს, რომელსაც თანამშრომლობა უნდა გამოძიებასთან და შესაძლოა, სწორედ მისმა მოწოდებულმა ინფორმაციამ მიგვიყვანოს შინაარსობრივ მხარესთან, ეს ხელს არ უნდა უშლიდეს ჩანაწერების გადმოცემაში. ის ჩანაწერები იმისთვის გვჭირდება, რომ დამატებითი მტკიცებულებები მოვიპოვოთ და ნოდარ მელაძის მიერ მოწოდებული ჩანაწერი შეიძლება გახდეს კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი. კვაიფიკაციის შეცვლას ხომ მტკიცებულება სჭირდება“. – განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში „TV პირველის“ საინფორმაციო სასმახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე გამოიკითხა.

მელაძის უფლებადამცველის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, გამოძიება უნდა დაწყებულიყო შინაარსთან დაკავშირებით და არა ფარული ჩანაწერების მოპოვება-გავრცელებაზე.

გვქონდა მოლოდინი, რომ ვიქნებოდით ხელისუფლების შტურმის მსხვერპლი და ეს შტურმი დადგა ძალიან მალე: ნოდარ მელაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები