გლასტონბერის ფესტივალზე ლეგენდარული მომღერალი და მსახიობი დაიანა როსი იმღერებს. 75 წლის მომღერალი აცხადებს, რომ გლასტონბერის ფესტივალზე გამოსვლა მისი ოცნება იყო. მას პარტნიორობას სცენაზე დოლი პარტონი, ლაიენ რიჩი და კაილი მინოუგი გაუწევენ.
ეს 2008 წლის შემდეგ ვარსკვლავისთვის ეს პირველი კონცერტი იქნება. შეგახსენებთ დაიანა როსმა სახელი ჯგუფით The Supremes გაითქვა.
ცნობისთვის, 2020 წლის გლასტონბერის ფესტივალზე დასასწრები 130 ათასი ბილეთი უკვე გაყიდულია, ორგანიზატორების განცხადებით, ბილეთები სრულად 34 წუთში ამოიწურა.
2020 წლის ფესტივალზე დასასწრებად რეგისტრაცია 2.4 მილიონ ადამიანს ჰქონდა გავლილი. შეგახსენებთ, 2020 წელს გლასტონბერი ფესტივალის დაარსების 50 წლის იუბილეს იზეიმებს.
გლასტონბერი 2020, 24-28 ივნისს გაიმართება.