73 წლის დაიან კიტონი ცნობილი ჟურნალის, InStyle-ის ახალი ნომრის გმირი გახდა. ჰოლივუდის ვარსკვლავლმა ჟურნალის ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა და რამდენიმე მხიარული ლუქიც მოირგი, ტრადიციისამებრ მისთვის საყვარელი აქსესუარით, შლაპით. რაც ეხება ინტერვიუს, ოსკაროსანი მსახიობი აქაც გულახდილი აღმოჩნდა და პირველად ღიად ალაპარაკდა პირადზე.
„მე არ ვყოფილვარ პაემანზე უკვე 35 წელია, ბევრი მამაკაცი მეგობარი მყავს, მაგრამ მხოლოდ მეგობრები“, – ამბობს მეგავარსკვლავი.
შეგახსენებთ, რომ კიტონი არასოდეს ყოფილა ოფიციალურ ქორწინებაში. სხვადასხვა დროს კი ის ვუდი ალენს, ალ პაჩინოსა და უორენ ბიტს ხვდებოდა. 1996 წელს მან გოგონა, დექსტერი, ხოლო 20011 წელს ბიჭი სახელად დიუკა იშვილა.