თბილისში, თამარ მეფის გამზირზე ტრანსგენდერ ქალებს 20-მდე მამაკაცი თავს დაესხა. დაშავებულია ორი ადამიანი.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ამერიკულ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
თავად ტრანსგენდერები ჟურნალისტებთან ამბობენ, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდნენ.
„დაგვიშინეს შუშის ბოთლები, ქვები და ამ დროს, ჩვენმა ტრანსგენდერმა მეგობარმა მიიღო დაზიანება შუშის ბოთლით, გავიქეცით პოლიციას ვეძახეთ, თუმცა პოლიციის მხრიდან რეაგირება იყო ნული“, – უყვება „ფორმულას“ ერთ-ერთი ტრანსგენდერი ქალი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.