LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაგვიკავშირდა პარლამენტის თავმჯდომარე და შეხვედრა შემოგვთავაზა – გოლეთიანი პროტესტის მონაწილეებთან ერთად პარლამენტისკენ მსვლელობას გეგმავს

69
ვარლამ გოლეთიანი აქცია თბილისში

„ნამოხვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, მათ პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა დაუკავშირდა და შეხვედრა შესთავაზა. როგორც გოლეთიანმა აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს უთხრა, ისინი  მსვლელობით პარლამენტისკენ გაემართებიან.

“თუკი ისინი დათანხმდებიან და პარლამენტიდან გარეთ გამოვლენ, სათქმელს ეტყვიან, მშვიდობიანი დახვედრა უნდა უზრუნველყონ, თუ არ გამოვლენ, რამდენიმე ადამიანი პირდაპირი ეთერის რეჟიმში, მედიის თანდასწრებით შევა,” – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

აქციის მონაწილეებმა გოლეთიანს მოწოდება მოუწონეს, ამ დროისთვის ისინი შესაბამის საპასუხო ზარს საკანონმდებლო ორგანოდან ელიან.

„ჩვენ დაგვიკავშირდა პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა და შეხვედრა შემოგვთავაზა. არ ვიცით, ამ გამოსვლების შემდეგ, მას ჩვენთვის რას აქვს  სათქმელი, მაგრამ ვინც აქ ვართ, გვინდა ეს საკითხები ერთად გავიაროთ და გადავწყვიტოთ. ჩვენ ვუთხარით ასეთი რამ, ოღონდ ეს ყველაფერი უნდა შეთანხმებულიყო ერთობით და აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არანაირ პასუხისმგებლობას ჩვენ თავზე არ ვიღებთ, ეს არის კრებითი გადაწყვეტილების საკითხი,” – თქვა გოლეთიანმა.

მისივე თქმით, ამ პროცესში, ყველა ერთად უნდა იყოს ჩართული. როგორც “რიონის ხეობის” მცველმა თქვა, არც თავად და არც აქციაზე მდგომი ადამიანები, ვინც სიტყვით გამოდის, პოლიტიკური ფიგურები არ არიან, რომ ამა თუ იმ მოქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღონ.

აქციის ორგანიზატორის განცხადებით, ქართველი ხალხი,  ამ პროტესტზე და ამ ბრძოლაზე პასუხისმგებლობას თანაბრად იღებენ. გოლეთიანის შეფასებით, ეს ყველამ მკაფიოდ უნდა გაითავისოს.

“ნუ იქნება მცდელობები იმისა, რომ ამა თუ იმ პერსონებზე მოხდეს იდენტიფიცირება, რომ ჩვენ ვმართავთ, ან ჩვენ ვართ წამმართველი აქ, ამ პროცესისა. ჩვენ უბრალოდ იმ დარღვევების  და იმ გადაცდომების გამხმოვანებელი ვართ, რასაც სახელისუფლებო წრეების მხრიდან ვხედავთ. გადაწყვეტილებას იღებს ქართველი ხალხი, ამიტომ რაზეც  დღეს ჩვენ აქ შევთანხმდებით, ის იქნება ჩვენი გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა კრებითი და კოლექტიური იქნება,” – აღნიშნა გოლეთიანმა და მიმდინარე გეგმების დეტალებზე ისაუბრა.

“ჩვენ მათ ასეთი რამ ვუთხარით: ჩვენ შეგვიძლია პარლამენტისკენ დავიძრათ, შემოუაროთ უკანა მხრიდან პარლამენტს, სადაც თუ ექნება ჩვენთან კომუნიკაციის სურვილი თავმჯდომარეს, გამობრძანდეს. ჩვენ თავმჯდომარესთან პოლიციასთან ერთად მშვიდობიან შეხვედრას უზრუნველვყოფთ. არ იყოს არც შეძახილი, ჩვენ ეს არ გვჭირდება არაფერში. მშვიდობიანად დავდგეთ ყველამ ერთად და მოვისმინოთ, რა აქვთ სათქმელი.

თუ გამოვლენ და შეგხვდებიან და გვეტყვიან სათქმელს, უზრუნველვყოფთ მშვიდობიანი დახვედრა და პოლიციასთან ერთად ამ საკითხში პასუხისმგებელი ვიყოთ. თუ არ გამოვლენ ამ შეხვედრაზე და ვართ თანახმა ჩვენ, რომ შევიდეთ რამდენიმე ადამიანი მედიასთან ერთად და დაველაპარაკოთ, დანარჩენი საზოგადოება გარეთ იდგეს და მოისმინოს პოზიცია, თუ რას იტყვის ის”, – აღნიშნა გოლეთიანმა.

გოლეთიანის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი მოთხოვნები არ შესრულდება, დაგეგმილი პიკეტირება აუცილებლად იქნება.

„აქ გაჩუმება დანაშაულია, ამიტომ მოვუწოდებთ ყველას, რომ ამ მოედანზე თავისი ადგილი ცარიელი არ დატოვონ, ყველა უნდა გამოვიდეს დღეს. ისევ აქ.. რჩება ერთი გზა, ან ვიშლებით და ვანებებთ ამ ქვეყნის ყვლეფას, როგორც ამას აკეთებენ, ან მშვიდობიანად, საქმე კონსტრუქციულად ბოლომდე მიგვყავს “, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.