ქალი, რომელიც აფხაზეთიდან ზუგდიდში კორონავირუსის ნიშნებით გადმოიყვანეს და მოგვიანებით ინფექცია ლაბორატორიულად დაუდასტურდა, რუსეთის ფედერაციიდან ახალი ჩამოსული იყო. მისი ეპიდისტორიას სავარაუდოდ რუსეთში მოგზაურობას უკავშირებენ, თუმცა დაბრუნების შემდეგ მას ასობით მოქალაქესთან უკვე ქონდა კონტაქტი. ქრონოლოგია, რომელსაც “ფორტუნას” სანდო წყარო აწვდის, ასეთია:
რამდენიმე წლის წინ გალის რაიონ სოფელ სიდადან შუა ხნის ქალი მოსკოვში წავიდა სამუშაოდ. უვლიდა მოხუცს, რისთვისაც შესაბამის ანაზღაურებას იღებდა. მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ მოხუცს ვირუსის საეჭვო სიმპტომები ჰქონდა, გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნება. ოკუპორებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ის ე.წ. ფსოუს საზღვრიდან სამედიცინო შემოწმების გარეშე შემოვიდა, თუმცა უკვე მაშინ მაღალი ტემპერატურა, ცხელება და ხველა ჰქონია. ე.წ. საზღვართან ქალს ძმისშვილი დახვდა, რომელსაც დიდი ხნის უნახავი მამიდა შინ უნდა წაეყვანა. მათ ჯერ ქალაქ გალში, ნათესავის სახლში შეიარეს, სადაც მას დაახლოებით რამდენიმე ათეული მონატრებული ნათესავი და ახლობელი დახვდა. მოსკოვიდან ჩამოსულმა ქალმა გზად სოხუმის ერთ-ერთ დიდ სუპერმარკეტში შეიარა, რომ მცირეწლოვანი ნათესავებისთვის ტკბილეული და სხვა საჩუქრები ეყიდა. მეორე დღეს გალიდან სოფელ სიდაში, საკუთარ სახლში წავიდა. დიდი ხნის უნახავ მეზობელს ათობით ადგილობრივი მოქალაქე დახვდა. გარდა ამისა, ის იმყოფებოდა ახლო ნათესავის გასვენებაშიც, სადაც ასობით ადგილობრივთან ახლო კონტაქტი ქონდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ მის სანახავად სახლში ნათესავებიც დადიოდნენ. დამძიმებული და გართულებული მდგომარეობით ის ჩამოსვლიდან დაახლოებით რამდენიმე დღეში ზუგდიდში გადაიყვანეს.
იმ სავარაუდო კონტაქტებიდან, რომელიც ახალი კორონავირუსით დაავადებულ ქალს ქონდა, მხოლოდ “ფორტუნას” ინფორმაციით, ასეულებს გასცდა. დე ფაქტო მთავრობის ოფიციალური განცხადებით რეგიონში ამ დრომდე კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა აღნიშნულ პაციენტზე სიტყვას არავინ არ ამბობს. ადგილობრივი მედიის და რამდენიმე სამედიცინო პერსონალის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ოკუპირებულ აფხაზეთში ვირუსის დადგენის არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორინავირუსის დიაგნოსტირების საშუალება არ არსებობს – მამუკა არეშიძე
“დაგვღუპა და დაღუპა ნახევარი აფხაზეთი. შეეშინდა უცხო ქვეყანაში უპატრონოდ მოვკვდებიო და სიკვდილი ჩვენ ჩამოგვიტანა. დიდი ხნის უნახავი გვყავდა, ყველა ვეხუტებოდით და ვკოცნიდით. მთელი სოფელი განვიცდით. ვის გადაგვედო ვირუსი არ ვიცით. ნერვიულობით რამდენიმე მეზობელს სიცხემ აუწია. პანიკა გვაქვს აბა რა იქნება. ვინც მის სანახავად სახლში ვერ მიდიოდა, მათთან ის თვითონ მოდიოდა. არავინ არ დაუტოვებია. ჯანმრთელობას ვუსურვებ, მაგრამ ჩვენი ჯანმრთელობის ამბავი როგორ იქნება ვერ გეტყვით” – მოქალაქე გალის რაიონიდან.
“მეზობლები ვართ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს”: აფხაზეთიდან სამკურნალოდ ზუგდიდში მოდიან
ამ დროის მონაცემებით, აფხაზეთიდან კიდევ რამდენიმე პირი ვირუსის ნიშნებით არის გადმოყვანილი და მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც. დაინფიცირებულთა რიცხვის ზრდას ელოდებიან როგორც გალის და გალის რაიონში, ასევე ოკუპირებული აფხაზეთის სხვა ქალაქებშიც.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონიდან ჩამოსულ პაციენტებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული კლინიკები მიიღებენ.