LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაგროვებითი პენსიის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი ინიცირებულია

77

დაგროვებითი პენსიის შესახებ მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში ინიცირებულია. საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ბიუროს გუშინ წარედგინა, 11 კანონპროექტისგან შედგება.

კანონპროექტი არეგულირებს დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და ის ვრცელდება ფიზიკურ პირებზე, რომლებიც დასაქმებული არიან სამოქალაქო და შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად.

კანონპროექტით დგინდება საპენსიო შენატანების განხორციელების წესი და ოდენობა. პროექტი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს შექმნას და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ წესებს, აგრეთვე ეროვნული ბანკის უფლებამოსილებებს. კანონპროექტი აგრეთვე აწესრიგებს დაგროვებითი პენსიის ადმინისტრირებასთან, საპენსიო სქემაში გაწევრიანებასთან, დავების გადაწყვეტილებასთან და აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

პროექტის ავტორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები