LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაგიჭერენ, შეგტენიან, ბრალს წაგიყენებენ და მერე ამნისტია უნდა გავრცელდეს, არანაირი ამნისტია არ მინდა: უგულავა

58
grjhr

არ მინდა არანაირი ამნისტია და არ მივიღებ არანაირ ამნისტიას, რადგან ეს იქნებოდა საშუალება ამ საქმის ჩაფარცხვის, – ამის შესახებ გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

საუბარია თბილისის აეროპორტში 2019 წლის დეკემბერში მომხდარ ინციდენტს.

გიგი უგულავას გამოძიება 126 მუხლს ედავება, რაც პირის ცემას გულისხმობს, შესაბამისად, მას ამნისტიის კანონი ეხება. თუმცა, თბილისის ყოფილი მერი უარს აცხადებს ამნისტიაზე და ამბობს, რომ სასამართლო პროცესი სამართლიანი არ არის.

„ეს საქმე არის თავიდან ბოლომდე შეკერილი, აქ არის პოლიტიკური საფუძველი, ივანიშვილის მხრიდან ჩვეულებრივად არის შურისძიება და შესაბამისად, მე არ მივცემ იმის ფუფუნებას მათ, რომ ეს საქმე ჩაფარცხონ.

ძალიან გაუტკბათ ამათ „ამნისტიების ჩადება“, მიქარავენ, ცემენ დაასახიჩრებენ, მერე დაგიჭერენ, შეგტენიან შენ, ბრალს წაგიყენებენ როგორც მელიას და ცემის მერე ამნისტია უნდა გავრცელდეს შენზე დიდსულოვნად, არანაირი ამნისტია მე არ მინდა, რა უსამართლოც არის ეს სასამართლო ვიცი, მაგრამ არ მინდა არანაირი ამნისტია და არ მივიღებ არანაირ ამნისტიას, რადგამ ეს იქნებოდა საშუალება ამ საქმის ჩაფარცხვის, ეს არის სისტემური დანაშაული, ეს არის ჩვეულებრივად ორგანიზებული დანაშაული, რომელიც შემდეგ იფუთება სასამართლოს და პროკურატურის მიერ და არანაირი არგუმენტი არ არსებობს.

არც ველოდები არაფერს ამ სასამართლოსგან, პატიმრობაც რომ გამოიტანონ არ მანაღვლებს, ეს საქმე არ დამთავრდება და არ დაიხურება სანამ არ გამოჩნდება, რომ არის ორგანიზებული დანაშაული”, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები