ავსტრიის სათხილამურო კურორტთან ჩამოწოლილ ზვავს სამი გერმანელი მოთხილამურე ემსხვერპლა. კიდევ ერთს, 28 წლის მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ. ინფორმაციას სააგენტო Reuters პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გარდაცვლილები მას შემდეგ იპოვეს, რაც ერთ-ერთის მეუღლემ ქმრის დაკარგვის შესახებ პოლიციას შეატყობინა. ზვავი ზამთრის კურორტ ლეხთან ჩამოწვა.
ამინდის გაუარესების გამო, შემთხვევის ადგილზე სამძებრო სამუშაოები შეწყვეტილია, თუმცა სამაშველო რაზმის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ ძებნის განახლებას ოთხშაბათიდან შეძლებენ.