ბოლო სამ წელში, საქართველოში, სამუშაოს შესრულებისას 147 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულ პირთა რაოდენობა კი 272-ია – ინფორმაცია “ფორტუნამ” შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.
უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 419 შემთხვევიდან გამოძიება 360 შემთხვევაზე დაიწყო. სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა მხოლოდ 43-ია. 128 საქმეზე გამოძიება შეწყდა.
2015 წელი – 81 დაშავებული, 42 დაღუპული, გამოძიება დაიწყო 101 შემთხვევაზე, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 17 შემთხვევაზე, გამოძიება შეწყდა 44 შემთხვევაზე.
2016 წელი – 85 დაშავებული, 58 გარდაცვლილი, გამოძიება დაიწყო 131 შემთხვევაზე, 14 -ზე სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, 47 საქმეზე გამოძიება შეწყდა.
2017 წელი – 106 დაშავებული, 47 დაღუპული, გამოძიება დაიწყო მხოლოდ 128 შემთხვევაზე, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 12 საქმეზე, 37 კი შეწყდა.
თაკო ივანიაძე