სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველი 25 წლის ხაშურელი, თორნიკე კიპაროიძეა. მას მეუღლე ლიკა და ერთი წლის შვილი, იოანე დარჩა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თორნიკე კიპაროიძე გამოძახებაზე იმყოფებოდა, როდესაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
თორნიკე კიპაროიძე სახანძრო-სამაშველო ძალებში ერთი წელი მსახურობდა.
ხანძრის ქრობისას მეხანძრე დაიღუპა