დაღლილობა და აპათია სამუშაო დღის შემდეგ – აბსოლუტურად ნორმალურია. მხნეობის დასაბრუნებლად ნორმალური მამაკაცისთვის გამოძინებაც საკმარისია, მაგრამ თუ არ გყოფნით ხანმოკლე დასვენება, ყოველ დილას უხალისოდ იღვიძებთ, მთელი დღე უხასიათოდ ხართ, დასვენების დღებში კი, არაფრის სურვილი არ გაქვთ და საბოლოოდ გიფუჭდებათ განწყობა, მაშინ თქვენ აშკარად ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ.
მუდმივი დაღლილობის შვიდი ყველაზე გავრცელებული მიზეზი:
ვიტამინ В12-ის ნაკლებობა
ვიტამინი В12 ხელს უწყობს ნერვული და სისხლის უჯრედების ფუნქციონირებას, ჯანმრთელი სისხლის უჯრედები კი, უზრუნველყოფენ ქსოვილებისთვის ჟანგბადის მიწოდებას, რომლის გარეშეც ორგანიზმი ვერ გადაამუშავებს მკვებავ ნივთიერებებს და ვერ გამოიმუშავებს საჭირო ენერგიას. სწორედ ვიტამინ В12-ის ნაკლებობა იწვევს მუდმივ სისუსტეს და დაღლილობას.
მიირთვით მეტი ხორცი, თევზეული, რძის პროდუქტები და კვერცხი. მართალია, В12-ვიტამინის მიღება აბებითაც შეიძლება, მაგრამ მისი გადამუშავება საკმაოდ რთულია და მედიკოსები მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ მკურნალობის ამგვარ ფორმას.
ვიტამინ D-ს ნაკლებობა
ვიტამინ D-ს ორგანიზმი საკუთარი ძალებით გამოიმუშავებს. თუმცა, ამისთვის აუცილებელია დღეში სულ მცირე 20-30 წუთი მაინც იყოთ მზეზე. ვიტამინ D-ს დეფიციტს თავისუფლად შეუძლია გამოიწვიოს მაღალი არტერიული წნევა, გულის დაავადებები და ნევროლოგიური დარღვევები.
ისეირნეთ ყოველ დილას, დაიცავით თევზის დიეტა, მიირთვით კვერცხი, საქონლის ღვიძლისგან მომზადებული კერძები და ძალიან სწარაფდ იგრძნობთ გაუმჯობესებას.
წამლების მიღება
არაა გამორიცხული, რომ ქრონიკული დაღლილობა, აპათია და სისუსტე იმ წამლის გვერდითი მოვლენებია, რომელსაც სისტემატურად ღებულობთ. შესაძლოა არ იცით, რომ ანტიჰისტამინები (ალერგიული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები) ერთგვარი ”ენერგოვამპირები” არიან, ზუსტად ისე, როგორც ანტიდეპრესანტები და ბეტა-ბლოკატორები.
გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან და ისეთი წამალი შეარჩიეთ, რომლის გვერდითი მოვლენები ნაკლებად ზიანის მომტანი იქნება თქვენი ორგანიზმისთვის.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევა
ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირების დარღვევის პირველი სიმპტომები კანის სიმშრალე, წონის მომატება და ხშირი შეციებაა. ამგვარი სიგნალებით ორგანიზმი გატყობინებთ, რომ თქვენს ორგანიზმს არ ჰყოფნის ნივთიერებეთა ცვლის პროცესის მარეგულირებელი ჰორმონები.
მიმართეთ ენდოკრინოლოგს და გაარკვიეთ რამდენად ინტენსიური მკურნალობა გჭირდებათ. მართალია, ამგვარი დაავადების მკურნალობა მხოლოდ მუდმივი ჰორმონალური თერაპიით შეიძლება, მაგრამ შედეგი მართლაც ეფექტურია.
დეპრესია
სისუსტე – დეპრესიის მუდმივი თანამგზავრია. დეპრესია კი, 21-ე საუკუნის დაავადებად ითვლება, რომლითაც პლანეტის მოსახლეობის თითქმის 40%-ია დაავადებული.
თუ უარს ამბობთ მედიკამენტურ მკურნალობაზე და ფსიქოლოგის ხშირ სტუმრობაზე, დაინტერესდით სპორტით, რადგან ფიზიკური აქტიურობა საუკეთესო ანტიდეპრესანტია, რომელიც ”ბედნიერების” ჰორმონის – სეროტინინის გამომუშავებას უწყობს ხელს.
საჭმლის მომნელებლი სისტემის პრობლემები
მართალია, მამაკაცებს იშვიათად აწუხებთ გლუტენის დაავადება, მაგრამ მგავსი შემთხვევებიც არის. გლუტენის დაავადება წებოვანი მარცვლოვანი პროდუქტის გადამუშავების უუნარობაა, ანუ ამ დაავადებით შეწუხებულებს უჭირთ პურეულის, ბურღულეულის გადამუშავება და ხშირად იტანჯებიან მუცლის შებერილობით და დიარეეით, რაც თავის მხრივ ქრონიკულ დაღლილობას და უხასიათობას იწვევს.
სერიოზულად გადახედეთ საკუთარი კვების რაციონს და თუ შემსუბუქება ვერ იგრძენით, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
დიაბეტი
დიაბეტს ორმაგად შეუძლია თქვენი დასუსტება. პირველი – როცა სისხლში შაქრის დონე მაღალია, გლუკოზა (ანუ პოტენციალური ენერგია) ფუჭად იხარჯება და რაც მეტს მიირთმევთ, მით უფრო ცუდად გრძნობთ თავს და მეორე – ძლიერი წყურვილის დროს ზედმეტად ბევრ სითხეს ღებულობთ, რაც აუცილებლად ღამით გაწუხებთ და გიფრთხობთ ჯანსაღ ძილს.
თუ დიაბეტი გაწუხებთ დაიცავით დიეტა, მიიღეთ მედიკამენტები და ივარჯიშეთ. იმ შემთვევაში კი, თუ პრედიაბეტის დიაგნოზი დაგისვეს, მაშინ ნაკლები მიირთვით და მეტი იმოძრავეთ.