განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის თქმით, განათლების სამინისტროს 4-წლიან პერიოდში ათასი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის გეგმა-გრაფიკის ბიუჯეტი აქვს.
ამის შესახებ განათლების მინისტრმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ახლა, 250 სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ორ წელში დასრულდება და 2025 წელს გამოცხადდება უკვე მეორე ფაზა. 2027 წელს ჩვენ დაგეგმილი გვაქვს 800 სკოლის პროექტი დავასრულოთ და ამით, საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული პრობლემები საბოლოოდ გადავჭრათ.
სასკოლო ინფრასტრუქტურაში მოიაზრება ბუფეტის ინფრასტრუქტურა, რომელიც ერთ-ერთი გამოწვევაა, ასევე სპორტული ინფრასტრუქტურა და ლაბორატორიები. შემდეგ წელს ჩვენ დაახლოებით 60-70 სკოლას გავხსნით“, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.
გიორგი ამილახვარი განმარტავს, რამდენით გაიზრდება მასწავლებლის ხელფასები