ამერიკაში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი ნანა საჯაია კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ამერიკაში ყველაზე დიდი პოლიტიკური შოუები ეთერში გადის კვირას, დილის 9-ზე.
დღეს, 5 არხიდან, 3 შოუს ჩაერთო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი. კითხვაზე აქვს თუ არა მის სააგენტოს საკმარისი რესურსები იმისთვის, რომ ეპიდემიას გაუმკლავდეს მან უპასუხა – “არ ვარ დარწმუნებული რომ ოდესმე ეს რესურსი გვექნება”.
ეს ხდება ამერიკაში. ახლა წარმოიდგინეთ საქართველოს რესურსები და მერე დაფიქრდით სახლში დარჩენა თქვენი შეზღუდვაა თუ საკუთარი და სხვების სიცოცხლის დაცვა. გადაჭარბების და სადღეგრძელოების გარეშე.
P.S. ახლა შევამოწმე და ამ სააგენტოს 2020 ბიუჯეტი არის 28.7 მილიარდი დოლარი”,- წერს ნანა საჯაია.
https://www.facebook.com/nana.sajaia/posts/10157096344282546