LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაფიქრდით, რომელ სახელმწიფოს აწყობს, რომ ვიფიქროთ, ამერიკა და ევროპა, თურქეთი, არაბები ან ირანი მტრები არიან?“

118

განათლების ექსპერტი, სიმონ ჯანაშია სოციალურ ქსელში ავრცელებს სტატუსს, რითაც „ფეისბუქზე“ ირანელი მომღერლების კონცერტებთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს ეხმაურება.

სიმონი წერს:

„ნოვრუზზე ირანიდან თბილისში ჩამოსული იყო ტურისტების დიდი ჯგუფი. ვრცელდება ვიდეოები, სადაც აჩვენებენ, როგორ დგანან ირანელები მათი პოპულარული მომღერლის კონცერტის რიგში, ან როგორ ერთობიან თავისუფლების მოედანზე ქართველ მუსიკოსებთან ერთად, მღერიან და ცეკვავენ.

კომენტარებში მიდის ვიშვიში, აი, უკვე რა დღეში ჩაგვაგდეს, თბილისი ქართველების გარეშე და ა.შ.

მეგობრებო, სანამ კომუნისტები სსრკ-ს საზღვრებს ჩაკეტავდნენ, თბილისი ყოველთვის ასეთი ქალაქი იყო. ჩამოდიოდა და სახლდებოდა უამრავი ხალხი. აშენებდნენ მთელ უბნებს, ხსნიდნენ სახელოსნოებს, აშენებდნენ სალოცავებს, აწყობდნენ წვეულებებს, აშენებდნენ ბაღებს. ასე აშენდა მტკვრის მარცხენა სანაპიროს უმეტესობა სსრკ-მდე: მუშთაიდი, დღევანდელი აღმაშენებლის გამზირი და მარჯანიშვილი… ეს არის ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი განვითარება, ბუნებრივი ადგილი, რომ კულტურების და ხალხების გზაგასაყარი და შემკრებიც ვიყოთ. სწორედ ამიტომაც გაქვს ასეთი მდიდარი არქიტექტურა, ფოლკლორი, კულინარიული და ყოფითი ტრადიციები.

მიუხედავად გავრცელებული წარმოდგენების, ჩვენ მხოლოდ ბრძოლით კი არ გადავრჩით, არამედ იმითაც, რომ სხვებთან თანაარსებობა შეგვეძლო. რაც მეტ მტერს ვეძებთ, მით ნაკლები მეგობარი გვეყოლება. აბა, კარგად დაფიქრდით რომელ სახელმწიფოს აწყობს დღეს ყველაზე უფრო, რომ ვიფიქროთ რომ ამერიკა და ევროპა მტერია, თურქეთი მტერია, არაბები მტრები არიან, ან ირანი მტერია?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები