საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი ბორტგამყოლის პროფესიულუ უნარ-ჩვებების დაუფლებისთვის მორიგი კურსის დაწყების შესახებ აცხადებს. კურსის სრული ღირებულება 1800 ლარს შეადგენს.
„ყოველი მოგზაურობის წინ აუცილებელია პირველი ნაბიჯის გადადგმა და ბორტგამყოლის მოსამაზადებელი კურსი დამწყებთათვის, ყველაზე პირველი ნაბიჯია ბორტგამყოლის კარიერისკენ. ეკიპაჟის წევრები საწყისი მომზადების ფარგლებში იძენენ აუცილებელ ცოდნასა და უნარებს, რომლებიც ნებისმიერი ბორტგამყოლისთვის შეუცვლელია. ეს კურსი მოიცავს ისეთ სპეციფიკურ საკითხებს, როგორებიცაა:
მგზავრების მომსახურება, ფრენის უსაფრთხოება, მათ შორის, საავიაციო მოწყობილობების უსაფრთხოება, საავარიო პროცედურები, ავიაციის უსაფრთხოების ასპექტები, ბრძოლა ცეცხლთან და კვამლთან, ასევე, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა“, – აცხადებენ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში.
მათივე ცნობით, საწყისი მომზადების გავლისა და ლიცენზის მინიჭების შემდეგ, შეგიძლიათ სწავლა განაგრძოთ და გაიროთ ტრეინინგი კონკრეტული თვითმფრინავის მოდელისთვის.
✅დაშვების წინაპირობა:
ბორტგამყოლის კურსის გავლის მსურველი უნდა იყოს მინიმუმ 18 წლის.
კარგად ფლობდეს ინგლისურ ენას.
✅ პროგრამის ხანგრძლივობა: 2-3 თვე.
✅ პროგრამის სტრუქტურა: სტუდენტები გაივლიან 228-საათიან მომზადებას შემდეგ საგნებში:
-
საერთო ფილოსოფია;
-
ბორტგამყოლის მოვალეობები და პასუხისმგებლობა;
-
უსაფრთხოების პროცედურები;
-
გადარჩენა;
-
საგანგებო ეკიპირება;
-
ცეცხლი და კვამლი (თეორია);
-
სამედიცინო ასპექტები და პირველადი სამედიცინო დახმარება;
-
საავიაციო უსაფრთხოება;
-
საშიში ტვირთები;
-
ეკიპაჟის რესურსების მართვა;
-
მგზავრებზე ზრუნვა;
-
საკვები და სასმელი (თეორია);
-
საკვები და სასმელი (პრაქტიკა);
-
მგზავრებზე ზრუნვა;
-
ვიზიტი ბოინგ-737-ის ბორტზე;