LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაძრული ნაწილის მოცულობა 800 000-მდე კუბურ მეტრამდე გაიზარდა – სპეციალისტები ბროწეულის ქუჩიდან მოსახლეობის ევაკუაციას ითხოვენ

127
გეოლოგები და მეწყერი

ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყრული პროცესების გამო, სპეციალისტები გავრცელების სავარაუდო არეალიდან დროებით მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანაზე საუბრობენ. როგორც გეოლოგები ამბობენ, გაზრდილია დაძრული ნაწილის მოცულობა – თუ ამ დრომდე საუბარი 500 000 კუბურ მეტრამდე იყო, ახლა მოცულობა 800 000-მდე გაიზარდა. სპეციალისტების თქმით, პირველადი ანგარიშის თანახმად, აღმოჩნდა, რომ სხვა უბნებიც მოძრაობაში და დინამიკაშია.

“დაზუსტებულად საუბარია მოწყვეტის ზედაპირზე, ანუ მეწყრის სიღრმეზე, რომელიც 16-18 მეტრის სიღრმეზე მერყეობს. ეს სიახლეა, იმიტომ, რომ აქამდე 10-12 მეტრი გვეგონა. ბროწეულის ქუჩის მოსახლეობაზე, მივედით იმ დასკვნამდე, რომ რადგან დაზუსტებით ვერ ვამბობთ, ნამდვილად შეეხება თუ არა ამ მოსახლეობას საფრთხე, ამიტომ ვფიქრობთ მათ ტერიტორიიდან დროებით გაყვანას,”- ამბობს დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი, ლაშა სუხიშვილი.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოლოგის გიორგი ახალაია თქმით კი, ნაპრალის მარჯვენა და მარცხენა ბლოკი დინამიკაშია.

“პირველადი შედეგებით, მეწყრის მარჯვენა ბლოკის ფარდობითი გადაადგილება კვირაში 2-23 სანტიმეტრია, რაც გაცილებით სწრაფია, ვიდრე მეორე ბლოკი, თუმცა ისიც დინამიკაში,”- აღნიშნა გეოლოგმა.

“მცირეა ალბათობა, რომ დაძრული მასა გელოვანის გამზირამდე ჩავიდეს, მაგრამ მცირე ალბათობაც გასათვალისწინებელია” – ვაშლიჯვრის მეწყერზე შუალედური ანგარიში ცნობილია