LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დადიხარ მერსედესით, გადაიხადე ჯარიმა: ვოლფსბურგი ბენდტნერს გაუჯავრდა

71

„ვოლფსბურგმა“ ნიკლას ბენდტნერი „მერსედესთან“ გადაღებული ფოტოს გამო დააჯარიმა.
ამ გუნდში მხოლოდ „ფოლკსვაგენით“ დადიან.
დანიელმა ფეხბურთელმა ფოტო თავის S კლასის „მერსედესთან“ გადაიღო და მიაწერა: ვარჯიშზე მივდივარ.
კლუბის წესებით, „ვოლფსბურგის“ არცერთ თანამშრომელს უფლება არ აქვს საჯაროდ გამოჩნდეს სხვა მარკის ავტომობილით გარდა „ფოლკსვაგენისა“, რომელიც მოგეხსენებათ კლუბის ოფიციალური სპონსორია.
„ვოლფსბურგის“ სპორტულმა დირექტორმა კლაუს ალოფსმა დაადასტურა ჯარიმის ფაქტი, თუმცა ოდენობა აღარ დაუზუსტებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები