LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დადიანის ქუჩა და თამარ მეფის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

961
maxresdefault (1)

დედაქალაქის მერია უახლოეს მომავალში სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით, კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს დაიწყებს და დადიანის ქუჩასა და თამარ მეფის გამზირს ერთმანეთთან ხიდით დააკავშირებს.  

ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძემ თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნის (TBT) პრეზენტაციაზე განაცხადა.

„გვაქვს პროექტი, რომელიც სულ მალე განხორცილდება. საფინანსო ინსტიტუტების, აზიის განვითარების ბანკის იმედი გვაქვს, რომ პროექტირებაში დაგვეხმარებიან. ეს არის დადიანის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის დამაკავშირებელი ახალი ხიდი, რაც თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნის რეალიზაციისთვის აუცილებელია. დადიანი-თამარ მეფის ხიდი ამ ორ მიმართულებას დააკავშირებს ერთმანეთთან. რაც მთავარია, კერძო ავტომობილებს ნაძალადევში მიღწევის პრობლემა აღარ ექნებათ და არ მოუწევთ სატრანზიტოდ ჩუღურეთისა და დიდუბის გამოყენება“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

 

მისივე თქმით, პანდემიის გამო გადაიდო სამი ძირითადი პროექტი.

“ორი ძირითადი გეგმა გვაქვს – ქუჩების რეაბილიტაცია და საგზაო მონიშვნების დახაზვის სამუშაოები. წელს სამი დიდი გამზირის რეაბილიტაცია გვქონდა დაგეგმილი, თუმცა პანდემიისა და შემცირებული ბიუჯეტიდან გამომდინარე, დროებით გადაიდო. ესენია: ვაჟა-ფშაველას, ქეთევან დედოფლისა და წერეთლის გამზირები. დახაზვების გეგმა პრაქტიკულად მთელ დერეფანშია გათვალისწინებული. ასევე, ზუსტად ვიცით, როდესაც 18-მეტრიანი ავტობუსები ჩამოვა, რა ინფრასტრუქტურა მოვაწყოთ, რომ მათ გადაადგილებისთვის საფრთხე არ შეექმნათ”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

თბილისში შუქნიშნები “ძალიან დაჭკვიანდებიან”: აქ რომ საცობია იქაც დაინახავენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები