LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დადებითობის მაჩვენებელი 2.37%, თბილისი 182, იმერეთი 52 – კოვიდსტატისტიკა რეგიონების მიხედვით

62
Shot of a young scientist conducting an experiment in a laboratory

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 391 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 091 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 300 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 388 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 267 701-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.37%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.7%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.4%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 331 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 260 597-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 406 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 388 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 182 შემთხვევა,

აჭარა – 10,

იმერეთი – 52,

ქვემო ქართლი – 21,

შიდა ქართლი – 29,

გურია – 25,

სამეგრელო – ზემო სვანეთი – 27,

კახეთი – 25,

მცხეთა-მთიანეთი – 6,

სამცხე-ჯავახეთი – 4,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 672, საიდანაც: 1 813 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 770, აჭარაში – 199, იმერეთში – 419. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 356 პირი, მათ შორის, თბილისში – 134, აჭარაში – 40, იმერეთში – 109. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 106 პირი, მათგან თბილისში – 66, აჭარაში- 9, იმერეთში – 12. 232 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 119 – თბილისში, 96 – აჭარაში, 16 – იმერეთში. 1 627 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 253 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 110, ხოლო აჭარაში – 31.

სულ 6 ოქტომბრიდან – 18 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 945 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10 085 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 5 107 პირი, აჭარაში – 620, იმერეთში – 1 067.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები