პოპულარული შვედური ბრენდი H&M ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უარს ამბობდა საქართველოში მაღაზიების გახსნაზე. წლების განმავლობაში ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ტანსაცმლის ბრენდმა გადაწყვიტა ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა, მაგრამ შემდეგ არ დასტურდებოდა.
ახლა კი, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2017 წლის კომპანია თავის პირველ მაღაზიებს გახსნის საქართველოში. ამის შესახებ მისი ოფიციალური საიტი იუწყება. საიტის ინფორმაციით, პირველი მაღაზიები ასევე გაიხსნება ყაზახეთში, ისლანდიასა და კოლუმბიაში.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში H&M-ის ოფიციალური მაღაზიები არ არსებობს, ის ქართველი მომხმარებლის ერთ-ერთი საყვარელი ბრენდია. მას ინტერნეტით ხშირად იწერენ. ახლა კი საშუალება გექნებათ, თავად მის მაღაზიებში იშოპინგოთ.