LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაცული შრომა – GeoSafety სამსახურში თქვენი შრომის უსაფრთხოებაზე იზრუნებს

412
73482558-595877710952241-2808107011772776448-n

უსაფრთხოება ეს ჩვენი- ნებისმიერი დასაქმებულის არჩევანი და უფლებაა. სწორედ ამ უფლების დასაცავად 2019 წლის 1 სექტემბრიდან, შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონი ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე, აღნიშნული საქმიანობის განმახორციელებელ ყველა ორგანიზაციაზე გავრცელდა.

სწორედ ამ დღიდან შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნის ვალდებულება ყველა ორგანიზაციას დაეკისრა. დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები, თუმცა ეს იმ პირობით, თუ მას შესაბამისი აკრედიტებული პროგრამა აქვს გავლილი. თუ მას ჰყავს 20-დან 100-მდე დასაქმებული, ვალდებულია, ჰყავდეს არანაკლებ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. 100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში კი მან უნდა შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით. ამავე კანონის ძალით, ზედამხედველ ორგანოს ენიჭება უფლება, წინასწარი შეტყობინების გარეშე შეამოწმოს ინსპექციას დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო სივრცე, ნებისმიერ დროს. ამასთანავე, კანონის ძალით, სხვა შემთხვევებთან ერთად, დასაქმებულს უფლება აქვს, კომპენსაცია პროფესიული დაავადების შედეგად მიყენებული ზიანისთვისაც მოითხოვოს.

ადგილობრივ კომპანიების ამ ვალდებულებების სრულად შესრულებასა და კანონთან შესაბამისობაში მოყვანაში ქართული „ჯეოსეიფთი“ ეხმარება, რომლის გენერალურ დირექტორსაც- კახა დათიაშვილს „ფორტუნა“ ესაუბრა.

„GeoSafety არის კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სრულ მომსახურებას შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. იგი მიზნად ისახავს მთლიანი ქვეყნის მასშტაბით მოემსახუროს კომპანიებს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროში, შეაფასოს მათი შრომითი პროცესები, გაანალიზოს რისკები და შესთავაზოს ინდივიდუალური, მათზე მორგებული გადაწვეტილებები.

უსაფრთხოების ნორმების სწავლება/ტრენინგი ჩვენს საქმიანობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუმცა ეს არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი ფაქტორი, რომელიც მონაწილეობს სრულფასოვანი სისტემის ჩამოყალიბებაში. ეს მიდგომა განგვასხვავებს სხვა ალტერნატივებისგან ბაზარზე- ჩვენ უშუალოდ ვერთვებით სამუშაო პროცესებში, ვქმნით უსაფრთხოების პოლიტიკას და პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ ჩვენმა თითოეულმა პარტნიორმა მუშაობა გააგრძელოს ყოველგვარი რისკის გარეშე“, – ამბობს კახა დათიაშვილი და დასძენს, რომ ეფექტური სამუშაო მეთოდებით, ძლიერი გუნდითა და მომსახურების ფართო სპექტრით, „ჯეოსეიფთის“ აქვს ამბიცია, რომ შრომითი უსაფრთხოების სტატისტიკურ მონაცემებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მთელ ქვეყანაში.

მისივე ინფორმაციით, GeoSafety – ში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს აქვს როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. უსაფრთხოების დარგში სპეციალიზაცია კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, რომ მომხმარებელს გაუკეთოს ხარჯების ოპტიმიზაცია.

„გარდა ხარჯების შემცირებისა, ჩვენ მთლიანად ვიღებთ იურიდიულ თუ ფინანსურ პასუხისმგებლობას, რაც კლიენტს აძლევს საშუალებას ბოლომდე ფოკუსირდეს საკუთარ საქმიანობაზე და პარალელურად, თითოეული შრომითი ნორმა ჰქონდეს კანონთან შესაბამისობაში“, – განმარტავს „ჯეოსეიფთის“ გენ.დირექტორი.

მისივე ინფორმაციით, კომპანია ოპერირებს მოქნილი პრინციპებით და მომხმარებელს სთავაზობს სამუშაო პაკეტების დიდ არჩევანს.

ამ ეტაპზე „ჯეოსეიფთის“ მომსახურებით 250-ზე მეტი კომპანია სარგებლობს, შესაბამისად, „ჯეოსეიფთი“ 30 ათასზე მეტი დასაქმებულის უსაფრთხოებაზე ზრუნავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები