LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაცულ ტერიტორიებზე პატრულირების SMART პროგრამა ინერგება

94
ipiccy-image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს დაცულ ტერიტორიებზე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. დაცულ ტერიტორიებზე პატრულირების SMART პროგრამის დანერგვა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

SMART-ოფიცერის ტრენინგი უკვე გაიარეს 12  ადმინისტრაციის – ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, მტირალას, კინტრიშის და მაჭახელას, ფშავ-ხევსურეთის, თუშეთის, ალგეთის, ყაზბეგის, ვაშლოვანის, ჯავახეთის დაცულ ტერიტორიების 30-მდე თანამშრომელმა.

აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების მართვისა და რეინჯერთა პატრულირების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, სადაც თავს იყრის ბიომრავალფეროვნების აღრიცხვისა და დაცულ ტერიტორიებზე კანონაღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების ერთიანი მონაცემები. დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებს გადაეცათ SMART მოწყობილობები, სადაც აღნიშნული აპლიკაციაა ინტეგრირებული.

SMART მონიტორინგისა და პატრულირების სისტემის დანერგვა დაცულ ტერიტორიებზე გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ფინანსური მხარდაჭერით, „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა’’ პროექტის ფარგლებში ხორციელდება. ინიციატივის პარტნიორია ფონდი Global Conservation.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები