LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაჭრილი სპეცრაზმელი ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა

227

სპეცრაზმელი რომელიც დღეს სპეცოპერაციის მიმდინარეობისას დაიჭრა, გარდაიცვალა.

მას ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. სპეცრაზმელი თავის არეში იყო დაჭრილი.

ამ დროისთვის არსებული ინოფრმაციით, სპეცოპერაციის შედეგად სამი პირია დაჭრილი, თუმცა, დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება.

სპეცოპერაცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ამ დროისთვის ტერორიზმში ეჭვმიტანილი ყველა პირი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის ადგილი უკვე დატოვა მძიმე ტექნიკამ, პერიმეტრს ტოვებს ასევე სპეცრაზმი და ძალოვანი უწყების წარმომადგენლებიც.

მოსახლეობას ამ დროისთვის ტერიტორიაზე, სადაც სპეცოპერაცია ტარდებოდა, არ უშვებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები