რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, ავთანდილ იმედაძის განცხადებით, ხორავას ქუჩიდან მიყვანილ 16 წლის მოზარდს სადისტური დაზიანებები აქვს მიყენებული.
როგორც იმედაძემ ტელეკომპანია ”პირველის” ეთერში განაცხადა, პაციენტის სიცოცხლისთვის კლინიკის მთელი სამედიცინო პერსონალი იბრძვის.
”დაზიანებულია მაგისტრალური გულსისხლძარღვები, ბარძაყის არტერია, ვენა – პრაქტიკულად ნული წნევით შევიყვანეთ საოპერაციოში, დაფიქსირდა გულის გაჩერებაც, თუმცა ახლა აღდგენილია. მიმდინარეობს მთელი სამედიცინო პერსონალის ბრძოლა ამ ბავშვის გადასარჩენად. ბოლო მონაცემებით მინდა გითხრათ, რომ სტაბილიზაციას მივაღწიეთ. წნევა წამოვიდა და იმედები გაგვიჩნდა, რომ გადარჩება. ახლა ძალიან დიდია შანსი, რომ გადარჩეს. სასიცოცხლო მაჩვენებლები სწორდება. ბრძოლაშია ჩართული ყველა განყოფილება, მთელი ქირურგიული ჯგუფი, საოპერაციო უნდა ნახოთ. ჭრილობა არის ბლაგვი საგნით მიყენებული”, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ავთანდილ იმედაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.